სოციალიზმის ბაცილა
1921 წლის თებერვლიდან, როდესაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა უკვე საბჭოთა
რუსეთმა
დაიპყრო,
საქართველოს
გასაბჭოებული
რესპუბლიკა
სხვა
მოძმე
რესპუბლიკებთან
ერთად
საბჭოთა
კავშირის
და
კომუნიზმის
„მშენებლობას“ შეუდგა. სწორედ იმ პერიოდიდან დასრულდა საქართველოში კერძო მეწარმეობა
და
არჩევანის
თავისუფლება
– ყველაფერი
ხელისუფლების
ნებაზე
დამოკიდებული
გახდა.
ისურვებდა.
ვინც
„საბჭოთა“ ცხოვრების წესი არ მოიწონა, მაშინდელმა სახელმწიფო მანქანამ უბრალოდ გაანადგურა. რეპრესიებს გადარჩენილმა ხალხმაც ნელ-ნელა დაიწყო
დაჯერება,
რომ
„ზემოთ“ უკეთ იციან, რა ჭამოს ხალხმა, სად დაისვენოს, სად ისწავლოს, როგორ იმკურნალოს. აღარ ჰქონდათ საფიქრალი, ვის როგორ დაემუშავებინა მიწა და რა დაეთესა
ნაკვეთში,
აღარც
პირუტყვის
შენახვის
და
გაყიდვის
დარდი
ჰქონდა
– მიწები
და
ცხვარ-ძროხა
მთავრობამ
ჩამოართვა
და
მოხვნა-დათესვის
ამბებსაც
და
პირუტყვის
მოვლა-პატრონობასაც
კოლმეურნეობის
თავმჯდომარე
წყვეტდა.
მთავრობამ
„იცოდა“, თითო ადამიანს
რამდენი
უნდა
ეჭამა,
სად
წასულიყო
დასასვენებლად
და
ამისთვის
საგზურებიც
„ზემოდან“ მოდიოდა. თუ ვინმე იყო პენსიონერი, ინვალიდი ან მარჩენალდაკარგული – მათი დახმარების
ოდენობასაც
სახელმწიფო
განსაზღვრავდა
და
არავის
დასცდებოდა
პრეტენზია
სახელმწიფოს
მიმართ:
„ზემოთ“ ყველაფერი უკეთ იცოდნენ! უფასო იყო სწავლა, უფასო იყო ჯანდაცვა, დასასვენებელი საგზური და ზოგჯერ
საცხოვრებელი
ბინაც
კი
– საბჭოთა
სოციალისტური
რესპუბლიკების
კავშირი
თავის
მოქალაქეებს
უფასო
„სიკეთეებით“ ანებივრებდა.
ასეთმა „უფასო სიკეთეებმა“ და რა მოუტანა საბჭოთა კავშირს და მის ერთ-ერთ რესპუბლიკას – საქართველოს, დღეს ყველასათვის
თვალნათელია.
თუმცა,
სოციალიზმის
ბაცილამ
ისე
დააავადა
თაობები,
რომ
დღესაც
ბევრი
ისევ
სახელმწიფოს
უნიათოდ მისჩერებია
და
ჰგონია,
რომ
მთავრობამ
უკეთ
იცის,
ხალხს
რა
სჭირდება
და
ვალდებულია
მას
დაეხმაროს.
არადა,
მთავრობის
საქმე
ისეთი
გარემოს
შექმნა
უნდა
იყოს,
სადაც
ადამიანებს
საკუთარი
შესაძლებლობების
შესაბამისად
ცხოვრება
შეეძლებათ.
მთავრობა
მხოლოდ
მას
უნდა
დაეხმაროს,
ვისაც
შეზღუდული
შესაძლებლობები
აქვს,
ხოლო
„დახმარება ყველასთვის“, მათ შორის იმათთვის, ვისაც საკუთარი შესაძლებლობებით შეუძლია ფონს გავიდეს,
მას
უბრალოდ
„დათვურ სამსახურს“ უწევს, რადგან ადამიანის გაზარმაცებას შეუწყობს ხელს.
ადამიანი
მის
წინაშე
შექმნილ
პრობლემას
კი
არ
ებრძვის,
არამედ
ელოდება,
მთავრობა
მას
ამ
პრობლემას
როდის
და
როგორ
მოუგვარებს...
რაზე იხარჯება ფული
სახელმწიფო ბიუჯეტიდან
სახელმწიფო ბიუჯეტი ქვეყნის მთავარი ყულაბაა, რომელშიც ფულს ძირითადად ამ ქვეყნის მოქალაქეები ყრიან, ზოგჯერ კი უცხო ბიძიებიც გაიკრავენ ჯიბეზე ხელს და ყულაბაში ფულს ჩაგვიგდებენ ხოლმე. თუმცა, ეს იშვიათად ხდება და რაც უფრო ნაკლებად იქნება სხვაზე დამოკიდებული, მით უკეთესი
ამ
ყულაბისთვისაც
და
ქვეყნისთვისაც.
ყულაბაში
შეგროვებული
ფული
წესით,
ამ
ქვეყნის
უკეთ
ცხოვრებას
უნდა
მოხმარდეს
და
ფულის
უაზროდ
დახარჯვა
ასევე
ამ
ქვეყნის
მაცხოვრებლებს
უნდა
ეწყინოთ.
ის, რომ ყულაბაში ყოველთვის იყოს ფული, ადვილი არ არის. როგორც წესი, არავის ეხალისება საკუთარი ჯიბიდან ფულის ამოღება და ქვეყნის ბიუჯეტში შეტანა. თუმცა, ამისთვის არსებობს კანონები და ქვეყნის მოქალაქეები იძულებული არიან სახელმწიფოს სასარგებლოდ ფული გადაიხადონ. ასე რომ, ბიუჯეტში ფულის შეგროვებაზე სახელმწიფოს „ბრჭყალების
გამოჩენა“ უწევს.
თან,
სახელმწიფომ
ისე
უნდა
შეავსოს
ყულაბა,
რომ
გადამხდელებს
მასში
ფულის
ჩაგდების
სურვილი
არ
დაუკარგოს.
ასევე
სახელმწიფოს
ვალია
შეგროვებული
ფული
გააზრებულად
დახარჯოს
და
„წყალში არ გადაყაროს“.
ზოგადად, რამდენადაც რთულია ბიუჯეტის შევსება, იმდენად იოლია ფულის დახარჯვა. იშვიათი გამონაკლისების გარდა, რაც არ უნდა მდიდარი
იყოს
ადამიანი,
ბიუჯეტში
ფულის
შეტანაზე
ფეხს
ითრევს,
სამაგიეროდ
„სახელმწიფოს ხარჯზე“ ელემენტარული ხარჯების დაფარვაზე
უარს
არ
ამბობს.
მსგავსი
ელემენტარული
ხარჯები
კი
მთლიანობაში
სახელმწიფო
ბიუჯეტს
კაი
გვარიანი
თანხა
უჯდება
ხოლმე.
თუმცა,
ხალხის
კეთილგანწყობის
მისაზიდად
მთავრობის
წარმომადგენლებს
ძალიან
უჭირთ
სახელმწიფო
ფულის
ფლანგვაზე
უარის
თქმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნისას მთავრობამ
რამდენჯერმე
დაარიგა
სხვადასხვა
დანიშნულების
ვაუჩერები:
ელექტროენერგიის,
ბუნებრივი
აირის,
სურსათის,
მედიკამენტების;
ასევე
სოფლებში
დაარიგეს
შეშის
ვაუჩერები.
რამდენჯერმე
უფასოდ
დაარიგეს
ფქვილი,
დიზელის
საწვავი...
მთავრობის
მსგავს
ნაბიჯებს
ოპოზიცია
აკრიტიკებდა
ხოლმე
და
აცხადებდნენ
– ეს
არის
სახელმწიფოს
ხარჯზე
„ნაციონალური მოძრაობისთვის“ ხმების მოზიდვა.
ვაუჩერები 2007 წლიდან გახადა აქტუალური. მაშინ საპრეზიდენტო პროგრამის ფარგლებში
ხელისუფლებამ
პენსიონერებისა
და
სხვა
სოციალურად
დაუცველი
ჯგუფებისთვის
ელექტროენერგიის,
გაზისა
და
მედიკამენტების
ვაუჩერები
დაარიგა.
ქალაქებში
ელექტროენერგიისა
და
გაზის
50-50-ლარიანი
ვაუჩერები
გასცეს,
ხოლო
რეგიონებში
– ელექტროენერგიის
50-ლარიანი
ვაუჩერი
და
ერთი
ტომარა
ფქვილი.
2007 წლის
მიწურულს
დედაქალაქელ
პენსიონერებს
მერიამ
25-ლარიანი
მედიკამენტების
ვაუჩერები
დაურიგა.
ალბათ,
ღირს
იმ
დროის
გახსენება:
2007 წლის
ნოემბერში
პრეზიდენტი
გადადგა
და
2008 წლის
5 იანვრის
საპრეზიდენტო
არჩევნებისთვის
აქტიური
კამპანია
წამოიწყო.
ასევე, 2011 წლის ოქტომბრის დასაწყისში ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის განცხადების შემდეგ, თბილისის მერიამ სატრანსპორტო ბარათებზე დაახლოებით
მილიონ
თბილისელს
5 ლარი
„ჩაურიცხა“. ეს ინიციატივა
ქალაქის
ბიუჯეტს
5 მილიონ
ლარამდე
დაუჯდა.
2011 წელს მთავრობამ 50 მილიონზე მეტი დახარჯა სურსათისა და დენის ვაუჩერების პროექტებზე. რაც შეეხება სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების 30-ლარიან ვაუჩერებს,
სოფლის
მეურნეობის
სამინისტროს
ინფორმაციით,
ქვეყნის
3400 სოფელში
800 ათასამდე
ვაუჩერი
გაიცა,
შესაბამისად,
ვაუჩერების
ეს
პროექტი
ბიუჯეტს
24 მილიონი
ლარი
დაჯდა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროდან დახმარებების აქციები
წინა
წლებშიც
ეწყობოდა.
„20 ლიტრი დიზელის საწვავი თითო ოჯახს“ და „ერთი ტომარა სასუქი თითო ოჯახს“ 2008 და 2010 წლებში განახორციელეს. მაშინ სასუქი
და
საწვავი
939 925 კომლს
მისცეს
და
ბიუჯეტიდან
ორივე
შემთხვევაში
25-25 მილიონი
ლარი
დაიხარჯა.
ცხადია, როდესაც ქვეყანაში უამრავი გაჭირვებული ადამიანია, მათ სახელმწიფო უნდა დაეხმაროს, თუ სახელმწიფო ყულაბაში საკმარისი ფული არსებობს. ამისთვის, ჯერ ის ოჯახებია ამოსარჩევი, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს. არსებობს კიდეც სოციალური დახმარების სააგენტოს ნუსხა – მათ სახელმწიფო გარკვეულ შეღავათებს სთავაზობს და დახმარებაც აქვთ განსაზღვრული. ამიტომ, როდესაც
სახელმწიფო
საკუთარი
მოქალაქეების
დახმარებას
ცდილობს,
სწორედ
იმათ
უნდა
დაეხმაროს,
ვისაც
საკუთარი
ძალით
არ
შეუძლია
კომუნალური
გადასახდელების
დაფარვა,
ვერ
ყიდულობს
დიზელის
საწვავს
ნაკვეთის
მოსახნავად,
არ
აქვს
საშუალება
საჭირო
წამლები
შეიძინოს...
ასეთ
შემთხვევაში
დახმარების
ხარისხი
გაცილებით
მაღალი
იქნება
და
თითო
შეჭირვებულ
ადამიანს
გაცილებით
მეტი
შეხვდება.
მაგრამ, როგორც ჩანს მთავრობას ხარისხზე მეტად რაოდენობა აინტერესებდა – არჩევნების ბედს ხომ რაოდენობა
წყვეტს.
ამიტომაც,
იმათ
ნაცვლად,
ვისაც
ყველაზე
მეტად
სჭირდება,
„უფასო სიკეთეებს“ ურიგებდნენ ყველას. ამას მოჰყვა სოლიდარობის აქციები, როდესაც ჩინოვნიკები საკუთარ ვაუჩერებს ტელეკამერების თანხლებით საზეიმო
ვითარებაში
გადასცემდნენ
ხოლმე
რომელიმე
სოციალურად
დაუცველ
ადამიანს...
და
ისევ,
„პიარში“ დახარჯული სახელმწიფოს ფული.
საქართველოს ოქტომბრიდან ახალი ხელისუფლება ჰყავს. ეს ის გუნდია, რომელიც წინა ხელისუფლებას ოპოზიციაში ედგა და „პიარში“ სახელმწიფოს
ფულის
ფლანგვაში
ადანაშაულებდა.
ამიტომ,
წესით,
„ქართული ოცნება“ შეცდომებს არ უნდა იმეორებდეს, მითუმეტეს რაშიც „ნაციონალებს“ ედავებოდნენ
მაინც.
თუმცა,
როგორც
ჩანს,
დახმარების
ხარისხზე
მნიშვნელოვანი
ახალი
ხელისუფლებისთვისაც
რაოდენობაა.
უკვე
ცნობილია,
რომ
სახელმწიფოს
ხარჯზე
ჯანმრთელობის
დაზღვევას
მიიღებს
ყველა
ადამიანი,
ვისაც
ამ
მომენტისთვის
არა
აქვს
დაზღვევა.
მთავრობამ
უკვე
დააანონსა,
რომ
1 ივლისიდან
სახელმწიფო
ყველას
დაუფინანსებს
მშობიარობის
ხარჯს.
სოფლის
მეურნეობის
მინისტრმა
გამოაცხადა,
რომ
სოფლად
მცხოვრებლებს
სახელმწიფოს
ხარჯზე
მოუხნავენ
ნაკვეთებს...
რა მოჰყვება ამ „უფასო“ სიკეთეებს? ერთი შეხედვით, რა დაშავდება, თუ ყველა ადამიანი სახელმწიფოს ხარჯზე დაზღვეული იქნება? თუნდაც, თვეში 5 ლარად ნორმალური სამედიცინო მომსახურება ვერ მიიღოს – რა დაუშავდება? ან, მშობიარობა თუ უფასო იქნება, რა უშავს, თუ შედარებით ნაკლები ხარისხის მომსახურება ექნებათ მშობიარეებს? ასევე, რა დაშავდება
თუ
დაუმუშავებელ
მიწებს
სახელმწიფოს
ხარჯზე
მოხნავენ?
ნოემბერში გამართული პრესკონფერენციის დროს ბიძინა
ივანიშვილმა
განაცხადა,
რომ
„უფასო დაზღვევისთვის“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 256 მილიონი ლარი გამოიყოფა.
წესით,
ამას
უნდა
დაემატოს
„უფასო მშობიარობის“ თანხა, რაც მთავრობას ჯერ არ დაუკონკრეტებია, მაგრამ წინა წლების
სტატისტიკას
თუ
გადავხედავთ,
ყველა
მშობიარობის
ხარჯები
რომ
სახელმწიფოს
დაეფინანსებინა,
დაახლოებით
40 მილიონი
ლარი
იქნებოდა.
რაც
შეეხება
„უფასოდ მოხვნას“, ეს გაცილებით
რთული
დასაანგარიშებელია.
მთავრობას
იანვრის
ბოლომდე
არ
ჰქონდა
იმ
მიწების
ნუსხა,
რომელსაც
უფასოდ
მოხვნას
უპირებენ,
იანვრის
ბოლოს
კი
გაირკვა,
რომ
სოფლის
მეურნეობის
სამინისტრომ
მიწების
აღრიცხვა
დაასრულა.
მინისტრის
თქმით,
სულ
აღწერილია
800 000 ნაკვეთი.
ამასთან, სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, 600 000-ზე მეტი ადამიანი
საგაზაფხულო
სამუშაოების
ჩასატარებლად
მინიმუმ
300 ლარიან
ვაუჩერებს
მიიღებენ.
ამისთვის
სულ
600-700 მილიონ
ლარამდეა
გამოყოფილი.
საქმე ის გახლავთ, როდესაც სახელმწიფო ამდენ ფულს ხარჯავს, მიიღებს კი ადეკვატურ შედეგს? მაგალითად, თუ ისეთი დაზღვევა იქნება, რომელიც ყველას ეხება, მაგრამ რეალურად ძალიან მცირე მომსახურებას ფარავს – კარგია?
არ
ჯობია,
დაზღვევის
პოლისი
მხოლოდ
იმ
ადამიანს
მისცენ,
ვისაც
მართლა
უჭირს
და
ნორმალური
მომსახურებაც
მიიღოს?
ან,
„უფასო მშობიარობის“ პროგრამით მხოლოდ იმ ოჯახებმა ისარგებლონ, ვისაც ნორმალურ პირობებში მშობიარობისთვის ფული არ ჰყოფნის?
ან,
სანამ
ყველა
მიწის
ნაკვეთის
უფასოდ
მოხვნას
გადაწყვეტს
სახელმწიფო,
არ
ჯობია
ის
მაინც
გაარკვიოს,
ვინ
არის
მოხნული
მიწის
დამმუშავებელი
და
მოსავლის
მომყვანი,
რომ
უაზროდ
წყალში
გადაყრილი
არ
გამოვიდეს
სახელმწიფოს
ფული?
საერთოდაც,
თუ
სახელმწიფოს
და
გლეხის
ერთობლივი
შრომით
მოყვანილი
1 კილოგრამი
კარტოფილი
იმაზე
ძვირი
დაჯდება,
ვიდრე
უცხოეთიდან
შემოტანილი
იგივე
ხარისხის
კარტოფილი
– უნდა
დახარჯოს
კი
სახელმწიფომ
ფული
ასეთი
პროდუქციის
შექმნაში?
ალბათ
საკამათო
არ
უნდა
იყოს,
რომ
ქალაქში
მაცხოვრებელ
ადამიანს
სულაც
არ
გაუხარდება
მისი
გადახდილი
გადასახადები
სახელმწიფომ
„უფასოდ მოხვნის“ გამო დახარჯოს... ბოლო-ბოლო საბჭოთა წარსულიდან იმის გამოცდილებაც არსებობს, რომ „მუქთა“ და „მაღალი
ხარისხი“ ერთად
არ
არსებობს.
თბილისის საკრებულო, სადაც „ნაციონალური
მოძრაობა“ კვლავ
უმრავლესობაშია,
„უფასო სიკეთეებს“ ასევე არ ივიწყებს. იანვრიდან მარტის ჩათვლით, ასევე ნოემბერ-დეკემბერში თბილისის ყველა აბონენტს თვეში 20 ლარს ჩუქნიან – 8 ლარი და 45 თეთრი დენზე, 8 ლარი და 40 თეთრი დასუფთავებაზე, 3 ლარი და 15
თეთრი
წყალზე.
იმ
ოჯახებს,
რომლებსაც
სოციალური
დახმარების
სააგენტოს
მიერ 70 000 ქულამდე აქვთ მინიჭებული, 250 ლარს ჩაურიცხავენ.
თბილისის
ბიუჯეტს
„კომუნალური ვაუჩერი“ 47 მილიონი დაუჯდება. ამ შემთხვევაშიც, ცხადია, სჯობდა
თბილისის
ბიუჯეტიდან
ფულის
მხოლოდ
იმ
ადამიანებისთვის
„ეჩუქებინათ“, ვისაც
ყველაზე
მეტად
უჭირს,
მაგრამ
ისევ
მთავარია
რაოდენობა,
„პიარი“ და ძველი თუ ახალი მთავრობის ფულის ფლანგვაში შეჯიბრი...
დასასრულ, სანამ ახალი მთავრობა წინამორბედის შეცდომებს გადაჭარბებით
იმეორებს
და
ხალხს
ბიუჯეტის
ხარჯზე
დახმარებებს
ჰპირდება,
კიდევ
ერთხელ
გავიხსენოთ
ამერიკის
შეერთებული
შტატების
ისტორიაში
ერთ-ერთი საუკეთესო
პრეზიდენტის,
რონალდ
რეიგანი
სიტყვები.
ეს
არის
სახელმწიფოს
იმ
მეთაურის
სიტყვები,
რომელმაც
ამერიკის
ეკონომიკა
რთული
მდგომარეობიდან
გამოიყვანა
და
პრეზიდენტობის
ორი
ვადის
პერიოდში
ქვეყანა
პოლიტიკურად
და
ეკონომიკურად
არნახულ
სიმაღლემდე
აიყვანა.
1988 წლის
28 ივლისს,
ამერიკელ
მომავალ
ფერმერებთან
შეხვედრისას
რეიგანმა
თქვა,
რომ
ინგლისურ
ენაში
ყველაზე
სახიფათო
10 სიტყვაა:
„გამარჯობა! მე ვარ მთავრობიდან და მე აქ ვარ, რათა დაგეხმაროთ“ (Hi, I’m from the government,
and I’m here to help).
კარგი სტატიები, გსმენიათ ბატონი ბენჯამინის შესახებ, ელ.ფოსტა: Lfdsloans@outlook.com --WhatsApp საკონტაქტო: + 1-9893943740-- ვინც მუშაობს დაფინანსების მომსახურებასთან, მათ მაძლევან 95,000.00 აშშ დოლარის სესხი ჩემი ბიზნესის წამოწყების მიზნით და მე ყოველწლიურად ვხდი მათ უკვე ორი წელია, რაც მე კიდევ 2 წელი მაქვს დარჩენილი, თუმცა მე მათთან მუშაობა მსიამოვნებს, რადგან ისინი ნამდვილი სესხის გამსესხებელია, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი სახის სესხი მოგცეს.
ReplyDelete