Sunday, October 23, 2011

ქართული სადაზღვევო კომპანიების 2010 წლის შედეგები

„აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსები“ (140, სექტემბერი, 2011 წელი)

რამ გამოიწვია ბაზრის ზრდის ტემპის შენელება

საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე ბოლო წლების ტრადიცია დაირღვა და ლიდერის პოზიციაალდაგი ბისიაიმ“ „იმედი ელ“- დაუთმო. „იმედი ელ“-მა ასევე გადაასწრო აქამდე მეორე ადგილზე მყარად მყოფჯიპიაი ჰოლდინგსაც“. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველოს სადაზღვევო კომპანიების მიერ მოზიდული ჯამური პრემია გასულ წელს 2009 წლის მაჩვენებელთან შედარებით 1 008 036 ლარით გაიზარდა. თუ წინა წლების სტატისტიკას გადავხედავთ, ეს საკმაოდ მცირე ზრდაა

2006 წელს სადაზღვევო კომპანიების მიერ მოზიდულმა პრემიამ 69 683 891 ლარი შეადგინა; 2007 წელს 118 836 623 ლარი; ხოლო 2008 წელს კი ჯამური პრემია 272 013 220 ლარი იყო. ყველაზე სწრაფი ზრდა სწორედ 2008 წელს მოხდა. ასევე საკმაოდ მასშტაბური ზრდა იყო 2009 წელს: მოზიდული პრემია 360 449 124 ლარამდე გაიზარდა. 2010 წელს კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ზრდა 1 008 036 ლარი იყო და მთლიანად 361 457 160 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ანაზღაურებული ზარალის მოცულობას, ეს მაჩვენებელი 2010 წელს ბოლო წლების მანძილზე პირველად შემცირდა. ზარალის ანაზღაურების მხრივ ასეთი მონაცემები იყო: 2006 წელს კომპანიებმა მთლიანობაში 23 133 150 ლარი აანაზღაურეს, 2007 წელს 39 666 419 ლარი, 2008 წელს 105 613 271 ლარი, ხოლო 2009 წელს კი ანაზღაურებულმა ზარალმა 189 211 833 ლარი შეადგინა. ბოლო წლების მანძილზე სწორედ ეს გახლავთ რეკორდული მაჩვენებელი. 2010 წელს ანაზღაურებული ზარალის მოცულობა ბოლო წლებში პირველად შემცირდა. წინა წელთან შედარებით 447 370 ლარით ნაკლებია და 188 764 463 ლარს შეადგენს.

2010 წლის მონაცემებით, საქართველოს ბაზარზე სულ 16 სადაზღვევო კომპანია მოქმედებდა. 2009 წელს აქტიურ სადაზღვევო საქმიანობას 14 კომპანია ეწეოდა, თუმცა საქმიანობის ლიცენზია 2009 წელსაც 16 კომპანიას ჰქონდა.

ცხრილი 1. 2010 წლის საქართველოს სადაზღვევო ბაზრის განაწილება კომპანიების მიხედვით


როგორც ცხრილიდან ჩანს, 2010 წლის მაჩვენებლებით ლიდერის პოზიცია პირველად დაიკავა სადაზღვევო კომპანიაიმედი ელმა“. ბაზარზე მისმა წილმა 22,05% შეადგინა. „იმედი ელიბაზრის სხვა ლიდერებისგან განსხვავებით, 2010 წელს უფრო მეტი მოზიდული ჯამური პრემიით გამოირჩა. 2009 წელს კომპანიის მოზიდული ჯამური პრემია თუ 61 718 681 ლარი იყო, 2010 წელს მიღებულმა შემოსავალმა 79 693 890 ლარი შეადგინა. ეს კი მოზიდული პრემიის 29,12%-იანი ზრდაა. რაც შეეხება ანაზღაურებული ზარალის მაჩვენებლებს, 2010 წელს იმედი ელმა 37 253 214 ლარი აანაზღაურა. 2009 წელს კი იგივე მაჩვენებელი იმედი ელს 30 165 122 ლარი ჰქონდა. ამდენად, ზარალის ანაზღაურების მხრივაციმედი ელსზრდა აქვს 23,50%-იანი.

რაც შეეხება სადაზღვევო ბაზრის სხვა ლიდერებს, ყველას კლება აქვს როგორც მოზიდული ჯამური პრემიის, ისე ანაზღაურებული ზარალის მხრივ. გასული წლების ლიდერმაალდაგი ბისიაიმ“, რომელმაც 2010 წელს მეორე ადგილზე გადაინაცვლა, 67 083 307 ლარი პრემია მოიზიდა. ამ მაჩვენებლითალდაგი ბისიაიბაზრის 18,56%- იკავებს. 2009 წელსალდაგი ბისიაისმოზიდული პრემია 68 638 499 ლარი იყო. ასე რომ, ჯამური პრემიის თვალსაზრისით პირველად ბოლო წლებში მართალია, მცირედით, მაგრამ მაინც შემცირებაა. 2010 წელს 2009 წელთან შედარებით 33,64%-ით ნაკლებია კომპანიის მიერ ანაზღაურებული ზარალი. 2009 წელს თუალდაგი ბისიაიმკლიენტებს 50 714 494 ლარი აუნაზღაურა, 2010 წელს ეს მაჩვენებელი 33 654 724 ლარს შეადგენს.

ჯიპიაი ჰოლდინგმა“, რომელიც მოზიდული პრემიის მიხედვით წლების მანძილზე მხოლოდალდაგი ბისიაისმაჩვენებლებს ჩამორჩებოდა, 2010 წელს მესამე ადილზე გადაინაცვლა. ბაზარზე მისმა წილმა 15,01% შეადგინა. კომპანიის მოზიდული ჯამური პრემია 54 243 456 ლარია. 2009 წელს კიჯიპიაიმ“ 63 124 231 ლარის მოზიდვა შეძლო. შესაბამისად, ჯამური პრემიის მაჩვენებელში შემცირებაა 14,07%-ით. კომპანიის მიერ 2010 წელს ანაზღაურებული ზარალი 31 786 556 ლარია, წინა წელს კი ჯიპიაიმ 32 523 596 ლარი აანაზღაურა. ასე რომ, ზარალის ანაზღაურებაშიც შემცირებაა 2,27%-ით.

დაზღვევის კომპანიაირაო“ 2010 წელს წინა წლის მსგავსად ბაზრის ლიდერებს შორის მეოთხე ადგილს იკავებს ბაზარზე 12,51%-იანი წილით. მისი მოზიდული ჯამური პრემია 45 234 194 ლარია. 2009 წელს 56 018 831 ლარი იყო. ასე რომ, ჯამური პრემიის მაჩვენებელი შეუმცირდა ამ კომპანიასაც. შემცირება კი 19,25%-იანია. ზარალის ანაზღაურების მხრივ, 2010 წელს ირაომ წინა წელთან შედარებით მეტი დაფარა. მაჩვენებელი 25 063 936 ლარია, როცა 2009 წელს ირაოს ანაზღაურებული ზარალი 21 071 046 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ზარალის ანაზღაურებაში ირაოს მატება აქვს განსხვავებით ალდაგი ბისიაისგან და ჯიპიაი ჰოლდინგისგან. ზარალის ანაზღაურებაში მატება 2010 წელს 15,93%-ია.

მეხუთე პოზიციაზეა სადაზღვევო კომპანია აი სი ჯგუფი ბაზარზე 9,32%-ით. მის მიერ 2010 წელს მოზიდული ჯამური პრემია 33 684 426 ლარია. 2009 წელს ეს მაჩვენებელი 51 892 032 ლარს შეადგენდა. ასე რომ, ამ მხრივ კლება საკმაოა და 18 207 606 ლარია, რაც პროცენტულ მაჩვენებელში 35,08%-ია. აი სი ჯგუფმა 2010 წელს 24 370 046 ლარი აანაზღაურა, წინა წელს კი ეს მაჩვენებალი 27 706 668 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ანაზღაურებული ზარალის მაჩვენებელი შემცირებულია 3 336 622 ლარით, რაც 12,04%- შეადგენს.

სხვა კომპანიებთან შედარებით წელს ყველაზე დიდი ზრდა აქვს სადაზღვევო კომპანიაალფას“. კომპანიის მოზიდული ჯამური პრემია 30 918 005 ლარია. წინა წელს მოზიდული პრემია 1 630 477 ლარი იყოანუ, ზრდა მოზიდულ ჯამურ პრემიაში გახლავთ 29 287 528 ლარი, რაც პროცენტულ მაჩვენებელში 1796,26%- შეადგენს! ასეთი ზრდის წყალობით კომპანიამ ბაზარზე 8,55% დაიკავა, ეს კი მეექვსე პოზიციაა. რაც შეეხება ანაზღაურებული ზარალის მაჩვენებელს, ალფამ 2010 წელს 10 522 339 ლარი დაფარა. 2009 წელს კი ეს მაჩვენებელი 194 828 ლარს შეადგენდა. ასეთი ტემპით ზრდის პროგნოზირება კი სხვა სადაზღვევო კომპანიისთვის ალბათ წარმოუდგენელი იქნებოდა. ალფას შემთხვევაში კი საქმე ის არის, რომ ფარმაცევტული კომპანიაავერსისდაფუძნებული გახლავთ და წინა წელს სწორედ ამის გამო აპროტესტებდნენ კიდეცალფასკონკურენტი კომპანიები. სადაზღვევო კომპანიები ავერსი-ფარმას არაკეთილსინდისიერ კონკურენციაში ადანაშაულებდნენ. იყო კიდეც განცხადებები, თითქოს ავერსი აპირებდა ალფას გაყიდვას, თუმცა მდგომარეობა არ შეცვლილა. „ალფამსახელმწიფო პროგრამებით დაზღვევის ტენდერში მონაწილეობაც მიიღო და მნიშვნელოვანი გამარჯვებებიც მოიპოვა. შესაბამისად, ასეთი მასშტაბური ზრდა და სადაზღვევო ბაზარზე მეექვსე ადგილის დაკავება ალოგიკური ნამდვილად არ გახლავთ.

მეშვიდე პოზიციაზეა სადაზღვევო კომპანია ვესტი. 2009 წელს კომპანიას 16 856 688 ლარი ჰქონდა მოზიდული, რაც ბაზრის წილია 4,68%- უდრიდა. 2010 წელს კი კომპანიის მოზიდულმა ჯამურმა პრემიამ 14 869 562 ლარი შეადგინა. ეს კი მოზიდული პრემიის მხრივ 11,79%-ით კლებაა. შესაბამისად, შემცირებულია ბაზარზე კომპანიის წილიც 4,11%-მდე. ზარალის ანაზღაურების თვალსაზრისით 2009 წელს ვესტის წილად 5 348 308 ლარი იყო, 2010 წელს კი კომპანიამ 5 236 384 ლარი აანაზღაურა.

სადაზღვევო ბაზარზე სტაბილურობით გამორჩეულია დაზღვევის კომპანია ქართუ. 2010 წელს კომპანიამ ბაზარზე მერვე პოზიცია დაიკავა 3,05%-იანი წილით. ვინაიდან ეს კომპანია მაღალი აქტიურობით და კომერციული მოგების მიღების მხრივ ნაკლებად გამოირჩევა, მნიშვნელოვანი ნახტომები სადაზღვევო პრემიის მოზიდვის თვალსაზრისით არა აქვს. თუმცა, 2009 წელთან შედარებით, როდესაც ჯამური პრემია 9 358 782 ლარს შეადგენდა, 2010 წელს ამ კომპანიამ მაჩვენებლი გააუმჯობესა და 11 014 228 ლარის მოზიდვა შეძლო. ზარალების ანაზღაურებაში ასევე მცირე ზრდაა: 2009 წელს 8 154 029 ლარი იყო, ხოლო 2010-ში კი 9 185 622 ლარია.

სააქციო საზოგადოება არქიმედეს გლობალ ჯორჯია მეცხრე ადგილს იკავებს 8 325 525 ლარი მოზიდული ჯამური პრემიით. ეს მაჩვენებელი კომპანიას წინა წელთან შედარებით გაუარესებული აქვს. 2009 წელს მოზიდული პრემია 12 431 307 ლარი იყო. შესაბამისად, შემცირებამ 33,03%- გადააჭარბა. შემცირებულია ზარალის ანაზღაურების მაჩვენებელიც:  2009 წელს 7 874 914 ლარი იყო, 2010 წელს კი კომპანიამ 5 244 705 ლარი დაფარა.

მეათე ადგილზე ჯამური პრემიის მაჩვენებლით არის სადაზღვევო კომპანია პარტნიორი. ბაზარზე წილი 1,52%- შეადგენს. 2010 წელს კომპანიის მოზიდული პრემია 5 489 235 ლარია. 2009 წელს ეს მაჩვენებელი 4 649 365 ლარს შეადგენდა. ასე რომ ბევრი კომპანიისგან განსხვავებით პარტნიორმა 2010 წელს ჯამური პრემიის მაჩვენებლის გაზრდა შეძლო და ზრდა 18,06%-ია.

ზარალის ანაზღაურებაში ასევე მცირე მატებაა: 2009 წელს თუ 2 002 168 ლარი იყო, 2010 წელს კომპანიამ 2 134 031 ლარი აანაზღაურა.

იმ კომპანიებს შორის, რომელთა საბაზრო წილი 1%-ზე ნაკლებია ყველაზე მეტი ჯამური პრემიის მოზიდვა შეძლო კომპანია ტაომ. 2010 წელს ეს მაჩვენებელი 3 438 764 ლარია. თუმცა 2009 წელს კომპანიამ გაცილებით მეტი: 12 676 439 ლარი მოიზიდა და ბაზარზეც 3,52% წილი ეკავა. 2010 წელს კი ბაზარზე კომპანიის წილი 0,95%-მდე შემცირდა. 2010 წელს ტაოს ანაზღაურებული ზარალი 2 953 266 ლარია. 2009 წელს კი კომპანიამ 3 234 753 ლარი აანაზღაურა.


მეთორმეტე პოზიციაზე 2010 წელს მოზიდული ჯამური პრემიის მიხედვით არის სადაზღვევო კომპანია მობიუსი. კომპანიის მოზიდული ჯამური პრემია 2 902 647 ლარს შეადგენს. ბაზარზე წილი კი 0,80%-ია. 2009 წელს მობიუსის მოზიდული პრემია 232,639 ლარი იყო. მართალია 2010 წელს კომპანიამ ბევრად მეტის მოზიდვა შეძლო, თუმცა, ეს კომპანია ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2011 წლის 22 ივლისის განკარგულება №603-ის მიხედვით გაკოტრების რეჟიმში იმყოფება.

ცხრილის მეცამეტე ადგილზე სტანდარტ დაზღვევა საქართველოა. კომპანიის მიერ მოზიდულია 2 057 218 ლარი. 2009 წელს კი ეს მაჩვენებელი 687 134 ლარი იყო და ბაზრის 0,19%- უდრიდა. ჯამური პრემიის ასეთმა ზრდამ სტანდარტ დაზღვევა საქართველოს 2010 წელს 0,57% დააკავებინა.

მეთოთხმეტე ადგილზე სადაზღვევო კომპანია ჩარტის ევროპა .. საქართველოს ფილიალია მოზიდული 1 007 409 ლარით, რაც ბაზარზე 0,28%-იანი წილის შესაბამისია. ამ კომპანიამ 2009 წელს 534,019 ლარის მოზიდვა შეძლო. ასე რომ, 2010 წელს ჯამური პრემიის მაჩვენებელი გაუმჯობესებული აქვს, თუმცა სხვა კომპანიებთან შედარებით ძალიან მცირე მოთამაშეს წარმოადგენს. 2009 წელს ამ კომპანიამ 185 921 ლარი ზარალი აანაზღაურა, ხოლო 2010 წელს ეს მაჩვენებელი 21 268 ლარს შეადგენს.

მეთხუთმეტე პოზიციაზეა 2010 წლის ბაზრის დებიუტანტიარდი“. მის მიერ მოზიდული ჯამური პრემია 911 100 ლარია და ბაზარზე 0,25%. ანაზღაურებული ზარალი კი 16 913 ლარია.

ბოლო, მეთექვსმეტე ადგილს იკავებს ფარმაცევტული კომპანია პეესპეს მიერ დაფუძნებული სადაზღვევო კომპანია პეესპე დაზღვევა მოზიდული 584 194 ლარით. ამ მაჩვენებლით კომპანიას ბაზარზე ჯერ მხოლოდ 0,16% უჭირავს. კომპანიამ საქმიანობის ლიცენზია 2009 წელს აიღო, მაგრამ საქმიანობაში ძალები 2010 წელს მოსინჯა. როგორ განავითარებს თავის საქმიანობას და შეძლებს თუ არა თავისი პირდაპირი კონკურენტის - ავერსის მსგავსად საქმიანობის გაფართოვებას, მომავალ წელს გამოჩნდება. მანამდე კი კომპანიამ ზარალის ანაზღაურებაზე სულ 24 116 ლარი დახარჯა.

გადაზღვევის მაჩვენებლები

გადაზღვევის მაჩვენებელი განსაზღვრავს მოზიდული ჯამური პრემიის რისკს თვითონ სადაზღვევო კომპანია კისრულობს თუ ამ რისკს სხვა კომპანიას გადააბარებს. ცხადია, გადაზღვევის შემთხვევაში კომპანიისთვის მოგების მარჟა მცირდება, თუმცა ამავე დროს რისკიც შემცირებულია. ასე რომ, გადაზღვევის პროცენტული მაჩვენებელი აჩვენებს სადაზღვევო კომპანიის პოლიტიკას _ მოზიდული ჯამური პრემიით თვითონ იღებს რისკებს და შესაბამისად მოგების მაღალ მარჟაზე მუშაობს თუ ამ რისკებს გადაზღვევით ამცირებს და შესაბამისად, უმცირდება მოგების მარჟაც.

2009 წელს კომპანიებმა სხვადასხვაგვარი პოლიტიკა აირჩიეს. ზოგიერთმა მათგანმა წინა წელთან შედარებით გადაზღვევის პროცენტული მაჩვენებელი შეამცირა, ზოგიერთმაც გაზარდა. იგივე სიტუაციაა 2010 წლის სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვითაც.

ცხრილი 2. ქართული სადაზღვევო კომპანიების გადაზღვევის პროცენტული მაჩვენებლები



ბაზრის ახალმა ლიდერმა იმედი ელმა განსხვავებით დანარჩენი ლიდერებისგან, 2010 წელს გადაზღვევის პროცენტული მაჩვენებელი შეამცირა 5,53%-დან 3,31%-მდე. მთელი მოზიდული ჯამური პრემიიდან 79 693 890 ლარიდან კომპანიამ 2 637 916 ლარი გადააზღვია.

რაც შეეხება ალდაგი ბისიაის, რომელმაც 2008 წლის შემდეგ გადაზღვევის პროცენტული მაჩვენებელი გააორმაგა და 2009 წელს 26% გადააზღვია, 2010 წელს ეს მაჩვენებელი შეამცირა. სულ მოზიდული 67 083 307 ლარიდან კომპანიამ 13 007 292 ლარი გადააზღვია რაც მოზიდული პრემიის 19,39%-ია.

ჯიპიაი ჰოლდინგმა 2008 წლის შემდეგ გადაზღვევის პროცენტული მაჩვენებელი შეამცირა. მაშინ კომპანიამ მოზიდული ჯამური პრემიიდან 15,61% გადააზღვია, 2009 წელს მოზიდული ჯამური პრემიის გადაზღვევის მაჩვენებელი 10,63%-მდე შეამცირა. 2010 წლის მონაცემებით კი, ჯიპიაიმ მოზიდული 54 243 456 ლარიდან 6 850 007 ლარი გადააზღვია. ეს კი წინა წელთან შედარებით ოდნავ გაზრდილი მაჩვენებელია და 12,63%- შეადგენს.

2010 წელს გადაზღვევის მაჩვენებელი საკმაოდ გაზარდა ირაომ 40,63%-მდე. მოზიდული 45 234 194 ლარიდან 18 380 060 ლარი გადააზღვია. 2009 წელს კი ამ კომპანიამ მოზიდული პრემიის 34,13% გადააზღვია.

გაზრდილია აი სი ჯგუფის გადაზღვევის პროცენტული მაჩვენებელი. 2009 წელს თუ კომპანიამ მოზიდული პრემიის 14,95% გადააზღვია, 2010 წელს მოზიდული 33 684 426 ლარიდან 6 303 422 გადააზღვია. ეს კი კომპანიის მიერ მოზიდული პრემიის 18,71%-ია.

სადაზღვევო ბაზრის ახალ მოთამაშე ალფას 2009 წელს მოზიდული 1 630 477 ლარიდან თუ საერთოდ არ გადაუზღვევია, 2010 წელს მოზიდული 30 918 005 ლარიდან 57 768 ლარი აქვს გადაზღვეული, რაც მთელი მოზიდული ჯამური პრემიის 0,19%-ია.

სადაზღვევო კომპანია ვესტის მიერ 2010 წელს მოხერხდა ჯამური პრემიის მაჩვენებლის ზრდა, ამავდროულად გაზარდა გადაზღვევის წილი. 2009 წელს მოზიდული 16 856 688 ლარიდან თუ კომპანიამ 862 633 ლარი გადააზღვია, რაც 5,12%- შეადგენდა, 2010 წელს მოზიდული 14 869 562 ლარიდან 991 818 ლარი გადააზღვია, რაც პროცენტულად 6,67%- შეადგენს.

სადაზღვევო კომპანია ქართუ ისევე როგორც ჯამური პრემიის მოზიდვაში, გადაზღვევის მხრივაც სტაბილურობით გამოირჩევა. კომპანიამ თუ 2009 წელს მოზიდული 9 358 782 ლარიდან სულ 192 792 ლარი გადააზღვია, რაც მთელი თანხის 2,06%- შეადგენს, 2010 წელს მოზიდული 11 014 228 ლარიდან 288 527 ლარი გადააზღვია, რაც მთელი ჯამური პრემიის 2,62%-ია.

სადაზღვევო კომპანია არქიმედეს გლობალ ჯორჯიას 2009 წელს გადაზღვევის მაჩვენებელი სულ 1% ჰქონდა (მოიზიდა 12 431 307 ლარი, გადააზღვია 120 054 ლარი), 2010 წელს მოზიდული 8 325 525 ლარიდან საერთოდ აღარ გადაუზღვევია.

2010 წელს გადაზღვევის პროცენტული მაჩვენებელი ყველაზე მეტი აქვს სადაზღვევო კომპანია პარტნიორს. მოზიდული 5 489 235 ლარიდან 3 642 214 ლარია გადაზღვეული, რაც მოზიდული პრემიის 66,35%-ია. 2009 წელს კი კომპანიის მოზიდული 4 649 365 ლარიდან 1 863 939 ლარი იყო გადაზღვეული, რაც თანხის 40,09%- შეადგენდა.

სადაზღვევო კომპანია ტაომ შეამცირა გადაზღვევის პროცენტული მაჩვენებელი. 2010 წელს მოზიდული 3 438 764 ლარიდან 562 509 ლარი გადააზღვია, რაც მთელი თანხის 16,36%-ია. 2009 წელს კომპანიას გადაზღვევის მაჩვენებელი 21,76% ჰქონდა.

ამჟამად გაკოტრების რეჟიმში მყოფი კომპანია მობიუსის 2010 წელს მოზიდული 2 902 647 ლარიდან 408 976 ლარია გადაზღეული, რაც პრემიის 14,09%-ია. 2009 წელს კი კომპანიის მიერ მოზიდული 232,639 ლარიდან გადაზღვეული იყო 9,281 ლარიეს კი მთელი თანხის 3,99%- შეადგენდა.

სტანდარტ დაზღვევა საქართველომ 2010 წელს მნიშვნელოვნად შეამცირა გადაზღვევის პროცენტული მაჩვენებელი. 2009 წელს ამ კომპანიამ პროცენტულად ყველაზე მეტი თანხა გადააზღვია (მოიზიდა  687 134 ლარი, გადააზღვია 506 358 ლარი) 73,69%. 2010 წელს კი მოზიდული 2 057 218 ლარიდან სულ 397 924 ლარი გადააზღვია. ეს კი მთელი მოზიდული თანხის 19,34%-ია.

სადაზღვევო კომპანია ჩარტის ევროპა .. საქართველოს ფილიალი 2010 წელსაც აქტიურად მიმართა მოზიდული თანხის გადაზღვევას, თუმცა 2009 წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი შეამცირა. 2009 წელს კომპანიამ მოიზიდა 534,019 ლარი და აქედან 319,314 გადააზღვია, რაც მოზიდული პრემიის 59,79% იყო, 2010 წელს კი კომპანიის მოზიდული 1 007 409 ლარიდან კომპანიამ გადააზღვია 329 304 ლარი, რაც პროცენტულად 32,67%-ია.
ბაზრის დებიუტანტებსარდი ჯგუფს და პეესპეს მოზიდული ჯამური პრემიებიდან გადაზღვევისთვის არ მიუმართავთ.

დაზღვევის პოპულარული სახეობები 2010 წლის მონაცემებით

საქართველოში პოპულარული დაზღვევის სახეობები ფაქტობრივად იგივეა, რაც 2009 წელს იყო. წინა წელთან შედარებით აქ ერთი ცვლილებაა, რამაც ცხრილში ცვლილება გამოიწვია და დაზღვევის სახეობები 2009 წელთან შედარებით გაიზარდა. კერძოდ, 2009 წელს დაზღვევის სახეობა სულ 13 იყო, 2010 წლის მონაცემებით კი სადაზღვევო სახეობების რიცხვი 18-მდე გაიზარდა. სახეობების ზრდა ძირითადად გამოწვეულია სახეობების ცალკეულ ქვესახეობებად დაყოფით და ასევე ახალი სახეობების შემოღების გამო.

მაგალითად, 2009 წელს იყოსახმელეთო სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევა“, 2010 წელს კი დაზღვევის ეს სახეობა გადანაწილებულია: „სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევა (გარდა სარკინიგზო ტრანსპორტისა)“ დასარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევა“.

2009 წელს იყოსაავიაციო რისკების დაზღვევა“, 2010 წელს კი ეს სახეობა დაყოფილია: „საჰაერო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევა (კორპუსის დაზღვევა)“ დასაჰაერო სატრანსპორტო საშუალებათა გამოყენებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის დაზღვევა“.

2009 წელს იყოსაზღვაო რისკების დაზღვევა“, 2010 წელს კიმცურავი სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევა (კორპუსის დაზღვევა)“ დამცურავ სატრანსპორტო საშუალებათა გამოყენებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის დაზღვევაგვხვდება.

2010 წელს ასევე რამდენიმე დაზღვევის სახეობაა დამატებული, რაც 2009 წელს არ ყოფილა. ესენიასამოგზაურო დაზღვევა“, „იურიდიული ხარჯების დაზღვევა“.

მთლიანობაში კი საქართველოში ყველაზე პოპულარული სახეობები წინა წლის მსგავსია.

ცხრილი 3. სადაზღვევო ბაზრის სტრუქტურა დაზღვევის სახეობების მიხედვით 2010 წლის მონაცემებით (პირდაპირი დაზღვევის საქმიანობა)  



პირველ ადგილზე როგორც წინა წლებში და ისევ როგორც კაი ხანს იქნება - ჯანმრთელობის დაზღვევაა. მიზეზი მარტივია - დაზღვევის ამ სახეობას სახელმწიფო პროგრამა უზრუნველყოფს და ამის გარდა, მასობრივად ყველაზე მოთხოვნადი სახეობაც სწორედ ჯანმრთელობის დაზღვევაა. 2010 წელს ოდნავ არის შემცირებული ჯანმრთელობის დაზღვევის კუთხით მოზიდული ჯამური პრემია და 245 796 219 ლარს შეადგენს. ეს კი ყველა კომპანიის მიერ ერთობლივად მოზიდული ჯამური პრემიის 68%-ია. 2009 წელს მოზიდული ჯამური პრემია ჯანმრთელობის დაზღვევის კუთხით 247 255 530 ლარი იყო, რაც მთელი სახეობების 68,6%- შეადგენდა. ზარალის ანაზღაურებაში კი 2010 წელს მატებაა. ანაზღაურებულია 158 324 993 ლარი, 2009 წელს სადაზღვევო კომპანიებმა 148 885 037 ლარი გადაიხადეს.

მეორე ადგილზე კვლავინდებურად არის ქონების დაზღვევა. მნიშვნელოვანია რომ მცირედი მატება ამ კუთხით არის, რაც გარკვეულწილად დადებითი ტენდენციაა სადაზღვევო ბაზრის განვითარებაში. 2010 წელს ქონების დაზღვევაზე 35 148 135 ლარია მოზიდული, რაც მთელი ჯამური პრემიის 9,72%-ია. წინა წელს 29 618 711 ლარი იყო და ბაზრის 8,22%- შეადგენდა. რაც შეეხება ზარალის ანაზღაურებას, ამ მხრივ მნიშვნელოვანი შემცირებაა:  2010 წელს კომპანიებმა 2 584 674 ლარი აანაზღაურეს. წინა წელს კი დაზღვევის ამ სახეობის ანაზღაურებაზე 8 354 292 ლარი იყო.

მესამე ადგილზეა სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევა (გარდა სარკინიგზო ტრანსპორტისა). მოზიდულია 27 130 499 ლარი. ეს არის ბაზრის 7,51%. წინა წელს სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევაში სარკინიგზო ტრანსპორტის დაზღვევაც იყო გაერთიანებული და 27 536 402 ლარს შეადგენდა. 2009 წელს სახმელეთო ტრანსპორტის კუთხით მოზიდულმა ჯამურმა პრემიამ ბაზრის 7,64% შეადგინა. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ 2010 წელს სარკინიგზო ტრანსპორტის დაზღვევაზე მხოლოდ 64 888 ლარია მოზიდული, რაც ბაზრის მხოლოდ 0,02%-ია. ზარალის ანაზღაურებას სახმელეთო ტრანსპორტზე 2010 წელს 14 875 683 ლარი მოხმარდა. წინა წელს კი ამ სახეობაზე 18 696 138 ლარი იყო ანაზღაურება.

მოზიდული ჯამური პრემიის მიხედვით მეოთხე ადგილზე ვალდებულებათა შესრულების დაზღვევაა 14 284 271 ლარით. დაზღვევის ამ სახეობაში მოზიდული პრემია შემცირებულია. წინა წელს ამ სახეობამ 19 348 007 ლარი მოიზიდა. 2010 წელს ანაზღაურებულია 7 528 321 ლარი, 2009 წელს კი ნაკლები - 5,686,190 ლარი იყო ზარალის ანაზღაურებაზე მიმართული.

მეხუთე ადგილს სიცოცხლის დაზღვევა იკავებს მოზიდული 10 008 394 ლარით. დაზღვევის ამ სახეობას მთლიან სადაზღვევო პროდუქტებს შორის 2,77% უკავია და ზარალის ანაზღაურებაში კი 2 090 463 ლარია მიმართული. თვითონ სიცოცხლის დაზღვევის მაჩვენებელი მოზიდული ჯამური პრემიის მიხედვით ოდნავ არის გაუმჯობესებული 2009 წლის მონაცემებთან შედარებით. 2009 წელს 9 550 199 ლარია მოზიდული, რაც ბაზრის 2,65%- შეადგენდა. ზარალის ანაზღაურების მხრივ კი 2009 წელს შედარებით მეტია გადახდილი: 3 404 998 ლარი.

მეექვსე ადგილზეა სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა 7 258 447 ლარით. წილი ბაზარზე 2,01%- შეადგენს. ზარალის ანაზღაურების მაჩვენებელი ამ სახეობაში საკმაოდ დაბალია. სულ 94 552 ლარი. 2009 წელთან შედარებით დაზღვევის ამ სახეობაშიც მეტი ჯამური პრემიია მოზიდული. წინა წელს პრემიამ 6 836 665 ლარი შეადგინა, რაც ბაზრის 1,90% იყო. სამაგიეროდ, წინა წელს მეტი იყო ანაზღაურებული ზარალი – 578 272 ლარი.

მეშვიდე ადგილს იკავებს საჰაერო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევა (კორპუსის დაზღვევა). საყურადღებოა, რომ 2009 წელს მხოლოდსაავიაციო რისკების დაზღვევაარსებობდა. 2010 წელს კი ავიაციასთან დაკავშირებული დაზღვევის სახეობები დაყოფილია: 1. საჰაერო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევა (კორპუსის დაზღვევა). აქ მოზიდული პრემია 6 065 224 ლარია. დაზღვევის ამ სახეობის წილი ბაზარზე 1,68%-ია. და 2. საჰაერო სატრანსპორტო საშუალებათა გამოყენებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის დაზღვევა. აქ მოზიდული ჯამური პრემია 2 199 157 ლარია. ეს კი მთელი ბაზრის წილის 0,61%-ია. 2010 წელს არცერთ სახეობაში, რაც ავიაციას უკავშირდება ზარალის ანაზღაურება არ ყოფილა. წინა წელს კისაავიაციო რისკების დაზღვევა“ 6 661 574 ლარის მოზიდვით გამოირჩა, რამაც ბაზრის წილის 1,85% შეადგინა. 2010 წლისგან განსხვავებით 2009 წელს დაზღვევის ამ სახეობაში ზარალის ანაზღაურებაც მოხდა. თანხამ 493 720 ლარი შეადგინა.

დაზღვევის დანარჩენი სახეობების მიხედვით მოზიდულმა ჯამურმა პრემიამ 1%-ზე ნაკლები შეადგინა. იმ სახეობების ერთობლივი წილი, რომელთაც ცალ-ცალკე 1%-ზე ნაკლები შეადგინეს, ჯამში 3,39%- არ აღემატება და შესაბამისად, სადაზღვევო ბაზარზე დიდ გავლენას ვერ ახდენენ.

როგორია გასული წლის შედეგების შეფასება

სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთი ლიდერის, ალდაგი ბისიაის შეფასებით, 2010 წელი კომპანიისთვის საინტერესო და წარმატებული იყო. ნიკოლოზ გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კომპანიამ რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი დაიწყო და მათ 2011 წელს გააგრძელებს. ალდაგი ბისიაიში განაცხადეს, რომ კომპანიის პორტფელის ნახევარი ჯანმრთელობის დაზღვევაზე მოდის, 204 ათასი ადამიანი სარგებლობს ალდაგი ბისიაის ჯანმრთელობის დაზღვევის პროდუქტებით. მხოლოდ სახელმწიფო პროექტებში 91 000-ზე მეტმა ბენეფიციარმა მიიღო სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურება. ჯანმრთელობის დაზღვევის კუთხით მოზიდული პრემია 29 350 829 ლარს შედაგენს, ხოლო ანაზღაურებული ზარალი 25 794 882 ლარს, მოზიდული პრემიითა და ანაზღაურებული ზარალით ჯანმრთელობის დაზღვევას მოსდევს ავტომობილის დაზღვევა, შემდეგ ქონების დაზღვევა და სხვა სახეობები. სადაზღვევო კოპანია ალდაგი ბისიაის სულ 250 ათასი ინდივიდუალური და 3000-მდე კორპორატიული ორგანიზაცია ჰყავს დაზღვეული.

საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის თავმჯდომარე დევი ხეჩინაშვილი რომ 2010 წელს ზრდა შედარებით მცირე იყო, რადგან ბაზრის ძირითადი მამოძრავებელიჯანმრთელობის დაზღვევა გასულ წელს ახალი პრინციპით დააფინანსა სახელმწიფომ. წინა წელს თუ დაფინანსება ვაუჩერების საშუალებით ხდებოდა, 2010 წელს უკვე ტენდერების მიხედვით მოხდა სახელმწიფო ფულის გადანაწილება ბენეფიციარებზე. ამავე დროს, ჯამური პრემია ჩამოვიდა 11 ლარზე, როცა 2009 წელს პრემია საშუალოდ 14 ლარს შეადგენდა.

პრემიის მოზიდვაში შემცირების მნიშვნელოვანი მიზეზია ასევე საბანკო აქტიურობის შემცირება. დევი ხეჩინაშვილის თქმით, როდესაც ბანკი აქტიურად აწარმოებდა იპოთეკურ დაკრედიტებას, აქტუალური იყო სიცოცხლის დაზღვევა. ასევე, როდესაც საბანკო კრედიტით ხდებოდა ავტომობილების შეძენა, ამ შემთხვევაშიც ავტომობილების დაზღვევა მაღალი აქტიურობით იყო გამორჩეული. ასე რომ, 2010 წელს შემცირებული იყო საბანკო აქტიურობა და ეს დაზღვევაზეც აისახა.

საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე გასულ წელს ერთ-ერთი ხმაურიანი შემთხვევა მოხდაკონტროლის პალატამ სადაზღვევო კომპანიები არაკეთისინდისიერაბაში დაადანაშაულა. საუბარია სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის დიდი ნაწილის დაუხარჯავად დატოვებაში, რაც კონტროლის პალატის განცხადებით, სადაზღვევო კომპანიებში დარჩა. სადაზღვევო ასოციაციაში ამბობენ, რომ ამ ფაქტმა ზოგადად სადაზღვევო საქმიანობის მიმართ გააჩინა უნდობლობა, რაც თავისთავად სფეროს არ წაადგება. რაც შეეხება მაშინდელ ფაქტს, როდესაც სახელმწიფომ გამოყოფილი თანხების დიდი ნაწილის დაუხარჯავობა დააბრალა სადაზღვევო კომპანიებს, შემდეგ ამ დაუხარჯავი თანხების მითვისების გამო დააჯარიმა და ზოგიერთი კომპანიის თანამშრომლები დააპატიმრა კიდეც, დევი ხეჩინაშვილი მიიჩნევს, რომ მაკონტროლებლებმა არასწორად დათვალეს კომპანიების მიერ მიღებული და დახარჯული თანხები. დევი ხეჩინაშვილის თქმით, სადაზღვევო კომპანიებს არ უანგარიშეს ის დანახარჯები, რაც მათ ვაუჩერის მოსაზიდად და ასევე კლინიკების გასაუმჯობესებლად დახარჯეს. რაც შეეხება ჯარიმებს და დაპატიმრებებსეს უკავშირდებოდა სოციალური სააგენტოს და სადაზღვევო კომპანიებს შორის მონაცემების შეყოვნებას. დევი ხეჩინაშვილის თქმით, ამ ფაქტის გამო ატეხილმა ხმაურმა ყველა შეაფუცხუნა, მონაცემების შეყოვნებას წერტილი დაუსვა და ამჟამად სოციალური სააგენტო დროზე ადრეც კი აგზავნის მონაცემებს დაზღვეული ბენეფიციარების შესახებ. თუმცა, დევი ხეჩინაშვილი ამბობს, რომ ფინანსური პოლიციის განცხადებაა მნიშვნელოვანიეს იყო კონკრეტული დანაშაულის წინააღმდეგ გატარებული კონკრეტული ქმედება და სადაზღვევო კომპანიების მიმართ დამოკიდებულების ფორმას არ შეიძენს.

რაც შეეხება წელს იმედი ელის ლიდერობას, სადაზღვევო ასოციაციაში ამბობენ რომ კომპანიაში უდავოდ ძალიან კარგად იმუშავეს და ჯანმრთელობის დაზღვევის სფეროში კონკურენტ კომპანიებზე უკეთესი მდგომარეობა შეიქმნესდევი ხეჩინაშვილი აცხადებს რომ, მიუხედავად 2010 წლის შედეგებისა, ბაზარზე მნიშვნელოვანი ცვლილებები მაინც არ მომხდარაანუ ბიზნესები თავისი გზით ვითარდება და იმედი ელის მიერ მოზიდულ ჯამურ პრემიაში დაწინაურება ცალსახად არ ნიშნავს, რომ სხვა კომპანიების ბიზნესი შემცირდა დაიმედი ელისკი გაიზარდა.

სადაზღვევო ასოციაციაში ასევე ამბობენ, რომ დაზღვევის ბაზარზე სახელმწიფოს როლი კვლავინდებურად მნიშვნელოვანია და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა ისეთ ბაზრებზე, სადაც დაზღვევა განვითარების საწყის სტადიაშია.

ყველგან, სადაც სადაზღვევო სფერო განვითარებას იწყებს ნულიდან, მაინც სახელმწიფოს ჩარევაზეა დამოკიდებული. ანუ, მთავარი მამოძრავებელი არის სახელმწიფო პროგრამები. ტრადიციულად მნიშვნელოვანია ბანკის აქტიურობის შედეგად დაზღვევები. ამას აჩვენებს პრაქტიკა, რომ ადამიანი, რომელიც არ არის ტრადიციულად მიჩვეული დაზღვევას, უნდა შევიდნენ სადაზღვევო ბაზართან ურთიერთობაში. საქართველოში ჯანდაცვამ დაძრა ეს მომენტი და ბაზრის განვითარება ნამდვილად დაძრულია, - ამბობს დევი ხეჩინაშვილი.

რაც შეეხება ბაზრის განვითარების დინამიკას, სადაზღვევო ასოციაციაში ამბობენ რომ მიმდინარე წელს მნიშვნელოვანი ცვლილებები მოსალოდნელი არ არის და წესით, მაკონტროლებელთა და სამართალდამცავთა მხრიდან არც შარშანდელი შემოლაწუნება უნდა განმეორდეს.

No comments:

Post a Comment