ეკოპალიტრა (26.12.2011)
კახა ბენდუქიძე, რომელიც საქართველოში გატარებული რეფორმების ერთ-ერთი მთავარი ავტორია, ამჟამად თავისუფალი უნივერსიტეტისა და აგრარული უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა. „ეკოპალიტრა“ ყოფილ მინისტრს დღეს არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე ესაუბრა.
-დღეს რომ მინისტრი იყოთ ან მთავრობას ხელმძღვანელობდეთ, რას გააკეთებდით სხვაგვარად?
-ეკონომიკური განვითარების გზა ფართო დერეფნად რომ წარმოვიდგინოთ, სადაც საქართველომ მოძრაობა 2004 წელს დაიწყო, ამ დერეფნით მოძრაობა გრძელდება. ბევრი წვრილმანი შენიშვნა მაქვს ხოლმე, მაგრამ ზოგადად, ვითარებით კმაყოფილი ვარ. ამას შედეგებიც უჩვენებს -ეკონომიკური ზრდა გვაქვს, საკრედიტო რეიტინგი იზრდება, ბიუჯეტის დეფიციტი მცირდება. თუმცა მე უფრო რადიკალური ნაბიჯების მომხრე ვარ. ბიუჯეტის დეფიციტი საბოლოო ჯამში უნდა გავანულოთ, ასევე ბევრ ხარჯს შევამცირებდი. მაგრამ რომ ვთქვა, ხელის ერთი მოსმით 2 მილიარდით შევამცირებ-მეთქი -ასე არ არის. საქართველოს ბიუჯეტი საკმაოდ კარგად არის მოწყობილი.
ბიუჯეტის დაახლოებით 80% არის ხარჯები, რომელთა გაუმჯობესებაც მარტივი არ არის. ეს ძალიან კარგი მაჩვენებელია. ეს ნიშნავს, რომ ბევრ სხვა ქვეყანაზე უკეთ გვაქვს ეს სისტემა აწყობილი.
ცნობილია დისკუსიები იმ საკითხზე, საჭიროა თუ არა ბიუჯეტმა დახარჯოს ფული გარეგნულ ნიშნებზე თბილისში, ანაკლიასა თუ სხვაგან. მე ზოგადად მომხრე ვარ, რომ უფრო ნაკლები დახარჯოს, მაგრამ ამ ხარჯებს აქვს პოლიტიკური შედეგი. მიმაჩნია, რომ უფრო მეტად შეიძლება კერძო ინვესტიციების გამოყენება.
გრძელვადიანი პოზიტიური შედეგების მისაღწევად, არ უნდა იყოს საბიუჯეტო დეფიციტი, უნდა ვამციროთ საგარეო ვალი. შეგვიძლია, ბიუჯეტი იყოს უფრო პატარა, დაახლოებით მთლიანი შიდა პროდუქტის 25%-ში რომ ჩაეტიოს. ეს ერთბაშად შეუძლებელია, მაგრამ ამ ამოცანას ამოხსნა აქვს. ასევე მიმაჩნია, რომ აუცილებლად უნდა დავამთავროთ რეფორმა, რომელიც დაკავშირებულია საშემოსავლო გადასახადის შემცირებასთან. მესმის, რომ არ არის მთლად მარტივი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ. ჯერ ერთი, დასაქმებას უწყობს ხელს და მეორეც -ასეთი დაპირება იყო და დაპირება უნდა შესრულდეს. სხვა შენიშვნებიც შეიძლება მქონდეს, მაგრამ, ძირითადად ეს არის, რაც აქტუალურია. მთავრობა, ასე თუ ისე, ამ გზით მიდის, მაგრამ, ვიმეორებ, მე უფრო რადიკალური ვიქნებოდი.
-ერთ-ერთ რადიოინტერვიუში ბრძანებდით, რომ მართალია, საგადასახადო კოდექსში განაკვეთების ძალიან მნიშვნელოვან ლიბერალიზაციას მივაღწიეთ, მაგრამ „ადმინისტრირებაში ჯერ კიდევ ბევრი ხარვეზია. ან ბევრი ხარვეზი წარმოიქმნა ბოლო დროს“. როგორ შეაფასებდით სიტუაციას ამჟამად?
-ამ ხარვეზების უმეტესობა გამოსწორდა. მათ შორის ბევრი ბოლო წლის განმავლობაშიც. შემცირდა ჯარიმები. ზოგიერთი საკითხი საერთოდ მოიხსნა. სამუშაო კიდევ ბევრია, ძალიან მნიშვნელოვანია გაგრძელდეს საგადასახადო კოდექსის მოწესრიგება. დღეს რომელიმე მსხვილ კომპანიაში რომ აღმოჩნდეს 1000-ლარიანი სხვაობა ფაქტსა და აღრიცხვას შორის, ამ კომპანიას ორდენი ეკუთვნის, და არა ჯარიმა.
-როდესაც იწყება შემოწმება და გრძელდება დაუსრულებლად -ეს ხომ ხელს უშლის საწარმოს ფუნქციობაში?
-საგადასახადო სამსახურებს ყველგან აქვთ ეგ პრობლემა. სახელმწიფოს სურს იპოვოს, ხომ არ აქვს ვინმეს მისი ვალი. ამიტომ აქ რამე მარტივი მექანიზმი მსოფლიოში არ არსებობს. არის ქვეყნები, სადაც საერთოდ არ არის გადასახადები და მაგალითად, ნავთობის ხარჯზე ცხოვრობენ. მაგრამ გადასახადების ამოღება სხვაგან ყველგან მნიშვნელოვანია. კონფლიქტი გადასახადის ბუნებაშია ჩადებული -შენი ქონების ნაწილს სახელმწიფო გართმევს -შენ ეს არ გინდა, სახელმწიფოს კი უნდა.
-საქართველო მიიღებს რამე ეკონომიკურ სარგებელს რუსეთის მსო-ში გაწევრებით? შეექმნება თუ არა რუსეთს ქართული პროდუქციისთვის ბაზრის გახსნის ვალდებულება?
-არა, ასეთი ვალდებულება არ შექმნიათ.
საქართველომ ხანგრძლივვადიანი ეკონომიკური პლუსები შეიძლება მიიღოს, რომ რუსეთთან ვაჭრობა დროთა განმავლობაში შეიძლება უფრო ცივილიზებული გახდეს. და მეორეც, საქართველომ მიიღო ის ეკონომიკური ბენეფიტი, რომ ფაქტობრივად, ამ საკითხის მოგვარების შედეგად უფრო პოზიტიური განწყობაა ვაშინგტონსა და ბრიუსელში საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებით.
-მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ინფორმაციით, ის 700-საწოლიანი უფასო კლინიკის გახსნას გეგმავდა და როგორც მიანიშნა, თქვენ არ დაანებეთ იმ არგუმენტით, რომ „სხვა საავადმყოფოები გაღარიბდებოდნენ“. თუმცა უფასო კლინიკაში იმათ უნდა ემკურნალათ, ვინც სხვაგან მკურნალობას ვერ შეძლებდა. უფრო დაწვრილებით გვითხარით, როგორ დააზარალებდა საქართველოს სამედიცინო ბაზარს უფასო საავადმყოფო ხელმოკლეთათვის?
-ჯერ ერთი, პირადად მას არასდროს შევხვედრივარ და არც რამე „არ დამინებებია“. როგორც ვიცი, ის აპირებდა გაერემონტებინა „რესპუბლიკური საავადმყოფო“ იმ პირობით, რომ ის ყოველთვის დარჩებოდა სახელმწიფო საკუთრებაში. მაშინ ვთქვი და ახლაც ვამბობ: საქართველოში 700-საწოლიან საავადმყოფოს ვერც სახელმწიფო მართავს და ვერც კერძო კომპანია. ათი წლის შემდეგ -შეიძლება ეგეთი გამოცდილება დაგროვდეს. მსოფლიო მასშტაბითაც კი ეს საკმაოდ დიდი საავადმყოფოა. ამერიკაში ამხელა საავადმყოფოები მხოლოდ რამდენიმე პროცენტს შეადგენს.
მეორე საკითხია, რომ გამართული სახელმწიფო საავადმყოფო საქართველოში არ მინახავს. იმედია, აქ ექსპერიმენტებს არ დავიწყებთ.
ეგ კი არა, დიდი დავა იყო იმაზე, რომ საჩხერის საავადმყოფო ყოველთვის და ახლაც -სახელმწიფო საავადმყოფოა. მთავრობა სთხოვდა -ნუ იქნება სახელმწიფოს საკუთრებაში, თქვენი იყოს -არა, არ მინდა კერძო, უნდა იყოს სახელმწიფოს საკუთრებაშიო!
ასევე, ატრაქციონები რომ ააშენა გურიაში -„ციცინათელა“ -ეგეც აუცილებლად უნდა იყოს სახელმწიფოს საკუთრებაშიო.
2004 წელს დაიგეგმა ფილარმონიის პრივატიზაცია, ივანიშვილმა თუ მისმა თანამშრომელმა დაურეკა ზურაბ ჟვანიას და უთხრა, მოგცემთ 5 მილიონ დოლარს, დაახარჯეთ ფილარმონიას, ოღონდ დატოვეთ სამუდამოდ სახელმწიფოს საკუთრებაშიო. ამ პირობით გაიღო ფული.
„რესპუბლიკური საავადმყოფოს“ საკითხს რომ დავუბრუნდეთ, საქართველოში მაგ დროს უკვე მოქმედებდა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მოსახლეობის დაზღვევის სისტემა, ანუ მათი მკურნალობის ხარჯებს სადაზღვევო პოლისი ანაზღაურებდა. ამიტომ "უფასო" სახელმწიფო საავადმყოფოს დანიშნულება გაუგებარი იყო.
ზოგადად, რას ნიშნავს უფასო საავადმყოფო? თუ თქვენ აზღვევთ იმ ადამიანს, ვისაც ფული არ აქვს, ის მიდის და ნებისმიერ საავადმყოფოში იღებს მომსახურებას.
მოდით დავივიწყოთ დაზღვევის არსებობა და დავუშვათ, რომ თბილისში, მაგალითად, „რესპუბლიკური საავადმყოფო“ 700 საწოლით არის სახელმწიფოს საკუთრებაში და ემსახურება უფასოდ. ახლა გეკითხებით: 1. თქვენ რომ დეპუტატი იყოთ და თქვენი ახლობელი გახდეს ავად; 2. თქვენ რომ რაჭის სოფლის მკვიდრი იყოთ და ცხოვრობდეთ თქვენს კუთვნილ ნაკვეთში მოწეული მოსავლის ხარჯზე -თქვენი აზრით, რომელი მოხვდება იმ 700-საწოლიან უფასო საავადმყოფოში სამკურნალოდ?
-ალბათ, დეპუტატის ახლობელი, თუმცა, 700-საწოლიან საავადმყოფოს ხომ იმდენი რესურსი აქვს, რომ შეეძლება რიგითი ადამიანის მიღებაც?
-არა, არ შეეძლება. ვნახოთ ციფრები. ჰოსპიტალური რეფორმის შემდეგ თბილისში იქნება დაახლოებით 4000 საწოლი. საქართველოში მთლიანად იქნება ეფექტური 7-8 ათასი საწოლი. თუ უფასო იქნებოდა, დაგენაძლევებით, ვისაც შანსი აქვს და ჩალიჩი შეუძლია, მხოლოდ მისთვის იქნებოდა ხელმისაწვდომი, ნაწილი კიდევ, რიგში იდგებოდა.
-თქვენი სიტყვებია: „მინდა ვიყო იმ ევროპის ნაწილი, რომელიც ეფუძნება ადამიანის უფლების პატივისცემას, კაპიტალის მოძრაობის თავისუფლებას. არსებობს კიდევ სხვა ევროპა, რომელიც ბიუროკრატიული არსებაა და განსაზღვრულია, როგორი ფორმა უნდა ჰქონდეს კიტრს. მე არ მინდა ასეთი ევროპა. სწორედ ასეთი ევროპაა კრიზისში". ჩვენ როგორ გავმიჯნოთ "ორი ევროპა"?
-არის ევროპული ღირებულებები, რომელიც არის დაკავშირებული ადამიანის უფლებებთან. ეს ჩვენ რაც უფრო მეტი გვექნება -კარგია. რაც უფრო უმცირესობის აზრს დავიცავთ, უფრო ჰუმანური კანონმდებლობა გვექნება, ყველაფერი ეს კარგია. ეს არის ადამიანის პატივისცემა. ეს შეიქმნა ევროპაში და ევროპული ცივილიზაციის ნაწილია.
არის მეორე დამოკიდებულებაც ევროპაში, რაც ძირითადად 60-იანი წლების ევროპის განვითარებამ მოიტანა, როდესაც შეიქმნა ბევრი ჭარბი ბიუროკრატიული შეზღუდვა, მათ შორის სულელურიც. მაგალითად, ევროკავშირში მიღებულია კანონი, რომელიც, თუ ღორი გყავთ, გავალდებულებთ, რომ მას რამე მისცეთ სათამაშოდ. თუ დამრღვევ ფერმერს იპოვიან, დაახლოებით 1000 ევროს ფარგლებშია ჯარიმა.
ამ კანონის წარმომავლობის არსი რა არის -ღორები ერთმანეთს ხშირად აკვნეტენ კუდებს, ამიტომ მათ აჭრიან. კანონი კი კრძალავს კუდების მოჭრას, რაც ცხოველისადმი უხეშ მოქცევას ნიშნავს. რომ არ მოკვნიტონ, ამიტომ უნდა მისცენ სათამაშოები. მოგწონთ ასეთი ევროპა?
-ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობა რეალისტური მიზანია? კეთდება ხოლმე განცხადებები, რომ შეუძლებელია ქვეყანა ერთდროულად ევროპისკენაც ისწრაფოდეს და სინგაპურის მოდელისკენაც...
-არანაირი პრობლემა არ არის. ევროპული ღირებულებები არის ჩვენი ეროვნული თვითშეგნების ნაწილი. ჩვენ ხომ არ ვართ ადამიანის წამების მომხრე? ვართ ჩვენ მომხრე სიკვდილით დასჯისა? იმედია -არა. ვართ ჩვენ მომხრე, რომ არჩევნები გაყალბდეს? და ასე შემდეგ... ეს არის ევროპაში ჩასახული ღირებულებები. ჩვენ უნდა დავიცვათ ადამიანის უფლებები, უნდა გვქონდეს კარგი საფუძველი თავისუფალი ეკონომიკისა და გვქონდეს კარგი ვაჭრობა ევროპასთან. ევროპასთან ვაჭრობა ჩინეთსაც აქვს და სინგაპურსაც. სინგაპურის სავაჭრო ბრუნვა ევროპასთან 60 მილიარდი დოლარია -ხედავთ რამე პრობლემას?
-თუმცა, სინგაპურში სიკვდილით დასჯაც არის და ევროპისგან განსხვავებული დამოკიდებულებებიც...
-მით უმეტეს -რით არის შეუძლებელი, რომ გვქონდეს ევროპული მიდგომა ადამიანის უფლებებთან და ამასთანავე, სინგაპურივით განვითარებული ეკონომიკა? რაც შეეხება ევროპული გადასახადების ზომას, რეგულირებასა და ასეთ რაღაცებს, ჩვენ ეს არ გვჭირდება. ამას ჩვენთვის პოზიტიური შედეგი არ მოაქვს. ევროპა მდიდარია და მათი საკანონმდებლო რეგულაციები სულზე წელიწადში საშუალოდ ჯდება 10 ათასი.
საქართველოში რეგულირების ტვირთი რომ იყოს 10 ათასი ევრო, საქართველო საერთოდ არ იარსებებდა. ჩვენ ბევრად ღარიბები ვართ, და მდიდრულ ევროპულ რეგულაციებს ვერ გავწვდებით. ასე რომ, ჩვენ შეგვიძლია გვქონდეს რეგულირების მხოლოდ რაღაც მცირე ნაწილი.
როცა ქვეყანა შედის ევროკავშირში და ვალდებულებებს იღებს, მას ეუბნებიან -თუ პრობლემა გექნება, დაგაფინანსებთო. მაგალითად, ლიტვა, სადაც რძის პროდუქტების დიდი წარმოებაა, რომ შედიოდა ევროკავშირში, ევროკავშირმა მოითხოვა, პროდუქცია უნდა შეესაბამებოდეს ჩვენს რეგულირებასო. გამოუყო 2 მილიარდი ევრო. ფაქტობრივად, უნდა შეეცვალათ მთელი ინდუსტრია. ეს შეეხებოდა მრავალ სხვა რამესაც. მაგალითად, ევროპაში განსაზღვრულია, რა ზომის უნდა იყოს შეფუთვა. ზოგ შემთხვევაში რეგულირება შეეხება კომპონენტებს -რა შეიძლება შედიოდეს ამ პროდუქციაში; როგორი უნდა იყოს წარმოების პროცესი; აღრიცხვის წესები.
მაგალითად, თუ გსურს გააკეთო ყველი და ევროპაში გაყიდო, ის უნდა დამზადდეს მხოლოდ პასტერიზირებული რძისგან. საფრანგეთს ჰქონდა მნიშვნელოვანი პრობლემები, იმიტომ რომ როკფორი კეთდება არაპასტერიზირებული რძისგან.
მიკვლევადობის კანონმდებლობა, რაც არის ევროპაში, მოითხოვს, რომ საკვები პროდუქტის მწარმოებელსა და ყველას, ვინც მას რამეს აწვდის, ჰქონდეს აღნუსხვის თანამედროვე სისტემები. თუ ადამიანი აწარმოებს ყველს, მას უნდა ჰქონდეს აღრიცხვის ეს სისტემა, მაგრამ ასევე უნდა ჰქონდეს მას, ვინც აწვდის რძეს; იმ ფერმერს, ვისაც ჰყავს ძროხა და რძეს აწვდის შემგროვებელს; ვინც ამ ფერმერს ძროხების გამოსაკვებად მიაწვდის თივას... ევროპაში არის მსხვილი მეურნეობები და ასეთ სისტემას იტანენ. ზოგს იქ 40 ჰექტარი მიწა აქვს. მაგრამ, ჩვენთან, როცა სოფლად დაახლოებით 800 ათასი ოჯახია და სულ არის დაახლოებით 800 ათასი ჰექტარი მიწა, ანუ, საშუალოდ 1 ოჯახს აქვს 1 ჰექტარი მიწა, შეუძლებელია ევროპის მსგავსად დავიცვათ ეს ნორმები. საქართველოში არის საშუალოდ 1 ჰექტარი ერთ მეურნეობაზე და ამერიკაში არის 68 ჰექტარი ერთ ფერმერზე. ხომ არის განსხვავება? ამიტომ, ჩვენთან ამ ნორმების ავტომატური გადმოწერა არ გამოვა. თუ გადმოვწერეთ, ნიშნავს, რომ ან ეს კანონი ვერ შესრულდება. კანონი, რომელიც არ სრულდება -არის სახიფათო: ან კორუფცია იქნება, ან შერჩევითი გამოყენება. როცა მინდა მოვალ, იობაშვილს დავაჯარიმებ და სიკინჭილაშვილს არ დავაჯარიმებ. თუ აღვასრულებთ -გაანადგურებს ყველაფერს. ჩვენ რომ ევროკავშირში შესვლაზე შევთანხმებულიყავით, მაშინ სტრუქტურული ფონდები დაგვეხმარებოდნენ და მსგავსი კანონებიც არ იქნებოდა პრობლემა.